პაპ ლეო XIV-ის ძმებს ეშინიათ, რომ ძმას ვეღარასდროს ნახავენ და უცნაურ წინასწარმეტყველებაზე საუბრობენ
1746822590
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად, რაჭა-ლეჩუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან მარადი ლიპარტელიანთან და ბერდია ჩანქსელიანთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობას ეხებოდა.
ქრისტინე კობახიძემ საუბრისას ყურადღება ვაქცინაციის წამახალისებელ პროგრამებზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მიხა ონიანი, რომელმაც შეკრებილ მოსახლეობას ვაქცინებისა და იმუნიზაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი მხრიდან წამოსულ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებლის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.