ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ემზარ ონიანის საფლავი ყვავილებით შეამკო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ემზარ ონიანის საფლავი ყვავილებით შეამკო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად,  სოფელ სასაშში,  სამშობლოსთვის თავდადებული გმირის, ემზარ ონიანის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ემზარ ონიანი იყო აფხაზეთის ომის გმირი, რომელიც 1992 წლის 28 ნოემბერს, სოფელ კოჩარის განთავისუფლების დროს დაიღუპა. იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ემზარ ონიანის სახელს ატარებს ლენტეხში, მისი მშობლიური სოფლის, სასაშის საშუალო სკოლა.

მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხუტა მუკბანიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.