ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ჩატარდა

დასუფთავების აქცია

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა,  საჯარო სამსახურების, ა(ა).ი.პ-ების და სხვადასხვა  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ბაღები, სკვერები, ქუჩები და დაწესებულება-ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები,  მდინარეების სანაპიროები. დაირგო ყვავილები და მწვანე ნარგავები.

სამუშაოები, საავტომობილო და საფეხმავლო გზებზე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობდა.

,,მისასალმებელია, რომ  ამდენი ადამიანი გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო  ჩვენი რაიონის დასუფთავება-გალამაზებაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალში თითოეული ჩვენგანი გავუფრთხილდებით იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.’’- აღნიშნა გია ონიანმა.

მსგავსი აქციები მომავალშიც  გაგრძელდება.