საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ლენტეხის N1 და ჩოლურის საჯარო სკოლებში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, რომელსაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ქართული ენის დამწერლობის სიძველეზე, მიმოიხილეს საქართველოს ისტორია . გაიხსენეს მისი მოთხრობები და ცნობილი ქართველი პოეტების „დედაენისადმი“ მიძღვნილი ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით გაალამაზეს ღონისძიება.
მარადი ლიპარტელიანმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაენის დღე მასწავლებლებს, ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა.
„14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია-დღეს დედაენის დღეა. გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ დღეს ! მშობლიური ენა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხის სიამაყე, მას ჩვენი მხრიდან მოფრთხილება და დაცვა სჭირდება“ - ამბობს მარადი ლიპარტელიანი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს დედაენის დღეს!