რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში
1787776522
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ქალაქ ცაგერში ‘’მაქსიმობის’’ სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
საზეიმო წირვა და პარაკლისი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ჯმუხაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე და პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.