ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
ნეპალში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ნეპალის პოლიციის ბოლო მონაცემებთ, აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა. ამასთან, სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის თქმით, ნეპალში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჩინეთის დაახლოებით 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, ჩინეთი ნეპალთან მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს და ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უჭერს მხარს.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ნეპალსა და ჩინეთში მომხდარმა მიწისძვრამ მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევა და შემდგომ წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად აღქმული სეისმური აქტივობა, მყინვარული ქანისა და ყინულის ჩამონგრევით იყო გამოწვეული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხდებენ, რომ ნეპალს კატასტროფებზე რეაგირების მრჩეველს უგზავნის და 500 000 დოლარის დახმარებას გამოყოფს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს მდგომარეობას და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ გაერო-ს გუნდები და პარტნიორები დაზარალებულებს დახმარებას უგზავნიან.