ლეჩხუმელ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს

ცაგერი

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელმა ონისე ჩაკვეტაძემ, ქალთა დღე მიულოცეს ცაგერის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებს, ასევე, დიალიზის ცენტრის პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს.

ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ქალბატონებს, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით, ასევე, თავიანთი სიძლიერით გამოირჩევიან.

,,გაზაფხული ჩვენს მშვენიერ ქალბატონებთან ასოცირდება-დედებთან, ბებიებთან, დებთან, მეუღლეებთან, შვილებთან,მეგობრებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გვერდით, თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ და გვაძლიერებენ.ისინი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ, ჩვენ კი დღეს მათდამი დამოკიდებულება სიმბოლურად გამოვხატეთ.ვულოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს თითოეულ ქალბატონს და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ მათ!"-აღნიშნა რევაზ ახვლედიანმა.