21 იანვარს პლანეტა ჩაეფლობა მაგნიტურ შტორმში - მოვლენა, რომელსაც ყველა ადამიანი იგრძნობს
1737404369
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში ხანძრის დროს მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი უვნებელი გამოიყვანეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ ხანძარმა საყოფაცხოვრებო ინვენტარი მთლიანად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას ხულოს მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.
ასევე გაინტერესებთ:
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის