ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტრაგედია ოკუპირებულ გალში

ხანძარი გალში

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა.მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.