„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
ძველი აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვედიდკარში, წუხელ ცეცხლი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, თავდაპირველად დაახლოებით, 2 ჰექტარამდე თხილნარის ბაღებს გაუჩნდა.
ძლიერი ქარის გამო კი ხანძრის არეალი გაფართოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზარალი გაცილებით მეტია.
დამწვარია, დაახლოებით 4 ჰექტარზე მაღალშემოსავლიანი და ასევე სარეაბილიტაციო ფართობი.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყვნენ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ნინოშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ“, - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.