"ჯორჯიან მანგანეზი" საწარმოო სიმძლავრეებს დროებით ამცირებს

მანგანეზი

მსოფლიო ბაზარზე  სილიკონ მანგანუმის ფასის მკვეთრად ვარდნის გამო კომპანია წარმოებას ამცირებს.  აღნიშნული გადაწყვეტილება " ჯორჯიან მანგანეზის " მმართველმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც  CRU-ზე (ფეროშენადნობების უმსხვილესი კვოტირება)  სილიკონ მანგანუმის ფასი  რეკორდულად დავარდა და მოთხოვნა შემცირდა.

წარმოების დროებითი შემცირებიდან გამომდინარე, ჭიათურაში, კომპანიის საქმიანობაში გარკვეული ცვლილებები შედის.

„ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს  დროებით სამუშაო პირობებს სთავაზობს: 

• თანამშრომლებს, რომლებსაც წარმოების დროებითი შემცირების პერიოდში არ მოუწევთ სამუშაო ადგილზე გამოცხადება, ყოველთვიურად დაერიცხებათ ხელფასის 60%.

• იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ავანსით სარგებლობს, დროებითი სამუშაო პერიოდის დასრულებამდე ავანსის პირობებით გათვალისწინებული თანხის გადახდა  გადაუვადდება.

• დროებით სამუშაო პერიოდში, კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს და  მათივე ოჯახის წევრს, სრულად შეუნარჩუნდება სადაზღვევო პაკეტი.

დროებითი სამუშაო პერიოდის  ვადად განსაზღვრულია სამი თვე. „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ კომპანიამ რაც შეიძლება დროულად გადალხოს ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისი.