1732386875
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო ლობჯანიძე, უნივერისტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა.
ლობჯანიძემ აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია, რა ეტაპზეა საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რა როლი და ფუნქცია აქვს ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს და კიდევ, რა სამართლებრივი პროცედურებია შესასრულებელი, გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუაც ესწრებოდა.
შეხვედრები სტუდენტებთან, ევროკავშირში გაერთიანების სამართლებრივ ასპექტებზე, გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსტეტებშიც ჩატარდება.