იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40 ტონაზე მეტი სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო

იმერეთი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.

რეგიონში პროდუქტების მიღებას, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას და მოსახლეობამდე დროულად მიტანას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე უწევს კოორდინაციას.

დღესვე ქუთაისიდან მუნიციპალიტეტებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი წაიღეს, რათა მყისიერად უზრუნველყონ მოსახლეობამდე მიტანა. პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები და მოხალისეები.