1762805268
გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა.
მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე ჩატარებულია, მოსწავლეები კი სკოლაში დაბრუნდნენ.
,,ვიცით, რომ დაავადება საქართველოში გავრცელებულია. ამ ეტაპზე ორივე ბავშვი გამოჯანმრთელებულია და სკოლაში დაბრუნდა. ვატარებთ საუბრებს და ასევე დეზინფექციას“, - განაცხადა ჯადუგიშვილმა.
,,პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მუნის შემთხვევები დაფიქსირებულია თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც.
მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს, გადამტანი კი დაავადებული ადამიანია.











