გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

მამულაშვილი

გერმანიაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მკვიდრი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

23 წლის ქართველი ემიგრანტი, ბესო მამულაშვილი, გუშინ, 26 ივნისს, საბანაოდ შესული, ტბაში დაიხრჩო.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მამულაშვილი ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული, ის სოფელ ხაშმში დაბრუნებასა და სახლის შეძენას გეგმავდა.

დაღუპულის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე ახლობლები საელჩოსთან კონსულტაციებს გადიან.