გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რაზმის საგაზაფხულო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა

ტყიბული

ტყიბულში გენერალ  მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რაზმის საგაზაფხულო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მურმან ვერულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება 18-მა ლეგიონერმა გაიარა, რომელთაც კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატებთან ერთად,  სახელმწიფო დროშისა და ლეგიონის  სამხრე ნიშნები  გადაეცათ.

ახალგაზრდული ლეგიონი მოზარდების დაწყებით სამხედრო-საექსპედიციო მომზადებასა და მათში სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად.