განზრახ მკვლელობა რამდენიმე გასროლით - 32 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე, ბრალი ერთ პირს წარუდგინეს

მკვლელობა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით, 32 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ:

18 და 22 წლის ბიჭებმა კაცი ჯერ გაგუდეს და შემდეგ მდინარის პირას დამარხეს - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სასტიკი მკვლელობის დეტალები