1753301989
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს და დამსვენებლებს განახლებული სანაპირო ზოლი დახვდებათ, სადაც მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა: დამონტაჟებულია საჩრდილობლები, მოწყობილია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, საშხაპეები, განახლებულია გარე განათების სისტემა, ფუნქციონირებს კაფე-ბარები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.