თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1751371831
ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება - ამის შესახებ ფოთის მერმა განაცხადა.
კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოების განხორციელებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ
ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სამუშაოების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მთლიანი სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრება და ასევე, ნაპირაღდგენითი ღონისძიებები.
პროექტის დასრულების სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია გაგრძელდება.