„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები სოფლებში დადიან და წუხანდელი სტიქიის შედეგებს აღრიცხავენ.ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი ქარის გამო, გადახდილია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები.ყვარლის მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
„საშინელი ხმაური იყო, ასე ნახევარი საათის განმავლობაში. გარეთ ვერ გამოვდიოდით. მერე ვნახეთ, რომ მთელი სახურავი დაბლა იყო ჩამოტანილი. ასეთი რამ ზამთარში არ მახსოვს. წუხელ ჩვენი ძალებით ტენტი გადავაფარეთ მეორე სართულზე ავეჯსა და საწოლებს. ახლა მერიაში უნდა შევიტანით განცხადება, რომ დაგვეხმარნენ, წუხელ მოვიდნენ და შეგვითანხმდნენ"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სტიქიის გამო, ყვარელში საახალწლო ნაძვის ხის ანთებისა ცერემონია და ღონისძიებებიც გადაიდო.ძლიერმა ქარმა კახეთში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ძლიერი ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა გომბორის უღელტეხილზე.
რეგიონისათვის სტიქიით მიყენებული ზიანის ოდენობა, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
ასევე ნახეთ:
შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს
ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის 2024 წელი იღბლიანი იქნება
რა უნდა წაუსვათ პლასტიკურ ბარათს ახალი წლის ღამეს, რომ ფინანსები მოიზიდოთ