ევაკუაციის გამო, თელავის რაიონულ სასამართლოში დანიშნული პროცესები ჩაიშალა

თელავის სასამართლ

თელავის რაიონულ სასამართლოში დანიშნული პროცესები ჩაიშალა.

მიზეზი შეტყობინება გახდა, რომლებიც სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა და ადმინისტრაციას, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას ატყობინებდა.

თელავის რაიონული სასამართლოდან პერსონალისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღეს, დილიდან შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, ასევე შევიდა თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოში, რაიონულ სასამართლოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.