ძველ ბულვარს ახალი სარეკრეაციო სივრცე შეემატა

ბულვარი

ძველ ბულვარში, ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიის კეთილმოწყობა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, განთავსდა საბაღე სკამები და დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა.

სკვერის ტერიტორიის დამატებითი გამწვანების მიზნით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დეკორატიული ნარგავების დარგვა. ახალი სკვერის პროექტი ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავდა. ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა კომფორტული და თანამედროვე დასასვენებელი გარემოს განვითარებას ემსახურება.