კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
1742847532
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, პირველი კომენტარი გააკეთა, სახლის მფლობელმა ჯემალ ნიაზოვმა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ აფეთქების ხმა გაიგო, თუმცა, ყურადღება არ მიაქცია.
დილით კი, სახლის კედლები და ფანჯარა დაზიანებული ნახა და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა.
ნიაზოვი, რომელიც ლაგოდეხის პოლიციაში უკვე გამოკითხეს, მომხდარის ორ ვერსიას განიხილავს.
ერთი ვერსიით ის ვარაუდობს, რომ ხელყუმბარის აფეთქება მისი ძმის მიერ განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება, რომელთანაც 2012 წელს კაბლის ბაზართან დაკავშირებით ინციდენტი მოუხდა.
მეორე ვერსიით კი, ის არ გამორიცხავს, ხელყუმბარა ეზოში, მისმავე თანასოფლელმა, იმზარ მამედოვმა გადააგდო, რომელთანაც მას უთანხმოება აქვს.
სწორედ მამედოვის სახლის ეზოში 2021 წლის ოქტომბერში, ჯერ დაუდგენელი მიზეზით ორი ხელყუმბარის გადაგდების გამო, ნიაზოვის ვაჟი იძებნება.
ნიაზოვის ძმის ოჯახში, მომხდარ ფაქტზე განმარტება არ გააკეთეს.
შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას სოფელ კაბალში, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარის აფეთქების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 229- ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.