ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებს სახურავები გადახადა

საგარეჯო

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებს სახურავები გადახადა. ქარის შედეგად, სახურავები სოფელ უდაბნოში მცხოვრებ მოსახლეობას დაუზიანდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარი, უკვე რამდენიმე საათია ქრის და სოფელში სახურავების ნაწილს მნიშვნელოვნად აფუჭებს.

ადგილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური იმყოფება, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაადგენს.

ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. ერთ-ერთი ხე პოლიციის სამმართველოსთან წაიქცა.

ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის სადენები დააზიანა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც.ამ დროისთვის სოფელ ნუკრიანის ნაწილს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.