პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძლიერმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, დატბორილია საყანე ფართობები, დაზიანებული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
„მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა სამსახური ჩართულია და მობილიზებულია მოსახლეობის დასახმარებლად. ჩოჩხათის, სუფსისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად იმყოფებოდა, მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე დაათვალიერა სტიქიისაგან მიყენებული ზარალი. რამდენიმე სოფელში ჩამოწოლილია მეწყერი და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.