დღეს საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

ბოლო ზარი

საზეიმო ღონისძიებებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და თავმჯდომარის მოადგილე ელიზბარ კობახიძე დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, პედაგოგებს კი გაწეული შრომისა და თითოეული მოსწავლის აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.