დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება „ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი სოფლის ისტორია“ გაიმართა

დეხვირი

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დეხვირის საჯარო სკოლამ  შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება გამართა სახელწოდებით ,,ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი სოფლის ისტორია".

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრები, ლიტერატურული კომპოზიცია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, საგანმანათლებლო რესურსს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები, პედაგოგები, იდეის ავტორები.

ღონისძიების იდეის ავტორები არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი.