პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი წლის დადგომამდე, ტრადიციულად, საახალწლო რიტუალებს მიხეილ ცაგარელი გვიზიარებს. ასტროლოგი ჟურნალ „OK-ს“ ესაუბრა.
„კარგი იქნება, თუ ორი სანთელი გვექნება მწვანე ფერის, ან თუნდაც მოყვითალო ტონალობის, ორივე აანთეთ ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე, ერთს მადლობა გადაუხადეთ წინა წლისთვის, მეორეს კი ჩაუთქვით რა გსურთ, რომ მოხდეს ახალ 2024 წელს. ეს ყველაფერი ძალიან კონცენტრირებულად უნდა მოხდეს.
კარგი იქნება, ასევე, ორლარიანს თუ დავდებთ დილამდე, ახალი წლის 3 სიმბოლოს გვერდით (დრაკონი, კატა-კურდღელი). კატა-კურდღლის წელიწადი გაგრძელდება 10 თებერვლამდე, ამიტომ ახალ წელს პატივი მივაგოთ როგორც დრაკონს, ასევე კატა-კურდღელს. მათ გვერდით, ხის ჯამთან და ხის ნაკეთობებთან ერთად დავდოთ ეს ორლარიანი. მას აუცილებლად ჩაუთქვით რა გსურთ, რომ მოხდეს ფინანსური კუთხით. დატოვეთ დილამდე, შემდეგ აიღეთ, ჩაიდეთ საფულეში ან ჩააგდეთ ყულაბაში. ივნისის შუა რიცხვებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ და დახარჯოთ.
მეკვლე უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ბრძენი, ჭკვიანი, სანდო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს თქვენი ოჯახის ბედნიერება. ოჯახში უნდა შემოიტანოს ორი მანდარინი, ორი ლიმონი და ორი ბროწეული. ეცადეთ ახალ წელს ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდეთ,“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
ასევე ნახეთ:
7 მონეტა და ბრინჯი - გოგა მანია, ფინანსების მოსაზიდად, რიტუალს გვიზიარებს
სურვილის ჩაფიქრების რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შესრულდეს