დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

 მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, პირველ მოადგილე დავით პაპაშვილთან  და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

გათვალისწინებულია იატაკზე ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი,  კარ- ფანჯრები,  დარბაზში შეკიდული ამსტრონგის ჭერი და ახალი კიბე. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ამ ეტაპზე, ილესება  შიდა ოთახები. იცვლება ელქტრო სისტემა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ეზოს მოპირკეთება.

სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ალმე" აწარმოებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 355 980  ლარს შეადგენს.