ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

ადიდებული მდინარე მუხრა წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

ახალ სახიდე გადასასვლელებზე ჩოლურის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა მოინახულა.

სამუშაოები ,,ავტოგზა-ლენტეხი 99’’-მა შეასრულა, რომლის ღირებულება 1,053,352 ლარს შეადგენდა.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.