უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურეს

უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურეს

უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელებმა საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყეს და გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.

უკრაინის მთავარი სამმართველო ამის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.