ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ სოფელ იანეულში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

დავით შარაშიძე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ იანეულში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 160 802 ლარი შეადგინა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.