1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე, ადიდებულმა ხევმა სავალი ნაწილი დააზიანა.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ, გზის რომელ მონაკვეთზე იზღუდება მოძრაობა ერთი კვირით - განცხადება
იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი - ვის აფრთხილებს ცაგარელი