1732386875
იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი - ვის აფრთხილებს ცაგარელი
იღბლიანი იქნება მხოლოდ კვირის პირველი ნახევარი, 15 სექტემბერს – ახალმთვარეობის დღეს კი, დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა, რაც უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გართულდება როგორც იდეების განხორციელება, ისე პარტნიორული ურთიერთობა. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, გაიზრდება მოულოდნელი პრობლემების და სირთულეების ალბათობა.
ვერძი – ნაკლებად აქტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი ფანტაზია და ორიგინალურობა დამატებითი შემოსავლის ძიებისას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კურო – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, 15 სექტემბრის შემდეგ კი, მეტი დაისვენოთ. კარგად გათვალეთ ყველა ნაბიჯი, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ დაკარგოთ კოლეგების ნდობა. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა. არ ღირს სასიყვარულო პარტნიორთან კამათი, რადგან ასე მხოლოდ მის გაღიზიანებას და კონფლიქტს გამოიწვევთ.
ტყუპები – ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და ორგანიზმის ზედმეტად დატვირთვა, მით უფრო, რომ მაღალია გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. ეცადეთ ყველა საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან 15 სექტემბრის შემდეგ ვერც პროფესიულ განვითარებას შეძლებთ, ვერც კოლეგებთან საერთო ენის გამონახვას. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება გაიძულოთ, რაც თქვენს გაღიზიანებას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. სრულად
ასევე ნახეთ:
მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის - ვის ჩაერიცხება ყოველთვიურად 300 ლარი
თეა გოდოლაძე პროკურატურას მიმართავს - საქმე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება