ბორჯომის მუნიციპალიტეტში, N3 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დარბაზი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, N3 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სპორტული დარბაზი სრულად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. შესრულებული სამუშაოების შედეგად შეიცვალა შენობის სახურავი, განახლდა შიდა ინტერიერი და შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემო.

პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.