ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 1 586 ბენეფიციარს 492 051 ლარის დახმარება გაეწია.
მათ შორის:
295 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 259 124 ლარი გამოიყო;
162 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 31 400 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 33 პაციენტი 31 863 ლარით დაფინანსდა;
114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 550 ლარით დაფინანსდა;
363 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 260 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.