მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
1749358873
ბორჯომი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და საშობაო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები თოვლის ბაბუასთან ერთად იზრუნებენ, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო კონცერტი კი 10:00 საათზე დაიწყება.
მსმენელის წინაშე ჯგუფი "იბერია", ეთნო ჯაზ ჯგუფი ,"ირაო", კვარტეტი "უნისონი", ნეკა სებისკვერაძე, ეკა დოლიძე, ანსამბლი "ბორჯომი" და დავით ილურიძის ბენდი წარდგებიან.
მოსული სტუმრები ახალ 2025 წელს მრავალჟამიერისა და საზეიმო ფეიერვერკის თანხლებით შეხვდებიან.