ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1753213269
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემა რჩება გზაზე ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.
როგორც ბერდია ჩანქსელიანმა აღნიშნა, უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი პრობლემები გამოიწვია.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია. ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება გზა ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, სადაც მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოვიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ასევე ხიდს შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ვფიქრობ, დღის ბოლომდე გზა გახსნილი იქნება. ასევე პრობლემებია და მიუვალია ორი სოფელი, ეს არის ლუჯი, სადაც ამ ეტაპზე ვიმყოფები და სოფელი ნაკიშერი“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.
მისივე თქმით, უხვმა ნალექმა დააზიანა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების წმენდისა და აღდგენის პროცესი, ძალიან აქტიურად არის ჩართული გზების დეპარტამენტი, მადლობა მათ ამ ოპერატიულობისთვის. ტურისტებიც იყვნენ მოყოლილი მეწყერს შორის და საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ყველა ტურისტი გადაყვანილია სამშვიდობოს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მიყენებული ზარალის შეფასება. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან ერთად, მუშაობს სრული მობილიზებით და აქტიურ კომუნიკაციაში ყველა შესაბამის უწყებასთან“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.