ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება

ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება.

ამჟამად, ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული აქვს.

სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული სივრცე მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი.

უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.