ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

„სამუშაოების განმავლობაში, მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ. ასევე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ხოლო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.