1791316484
ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლიდან ჯიხურების გატანა მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან უსახური სავაჭრო ჯიხურების გატანისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგების პროცესი, აქტიურად გრძელდება.
ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურის მიერ, სავაჭრო ობიექტების მფლობელების ინფორმირების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული ობიექტებისგან ტერიტორიის გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგებას, ბულვარის იერსახის დაცვას და მოქალაქეებისთვის დასასვენებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.










