1749042430
ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მკვიდრ მარუსია სირაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა. ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, მას სახლში ესტუმრნენ და იუბილე მიულოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უხუცეს ქალბატონს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვეს.
„ჩვენი თანამოქალაქე, ოზურგეთელი მარუსია სირაძე 100 წლის გახდა. მას სახლში ვესტუმრეთ და დაბადების დღე მივულოცეთ. ქალბატონი მარუსია სოფელ ბოხვაურში ცხოვრობს, ჰყავს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ იუბილეს! მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.