ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ასპინძა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეაბილიტაცია, საკლასო ოთახების დამატება და სრული გათბობის სისტემის მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 141 504 ლარს შეადგენს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრულ ვადაში დასრულდება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.