ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე შუშები ჩაამტვრიეს.
ადგილობრივის ცნობით, ჩამტვრეულია 40-ზე მეტი მინა და განმუხურის ამფითეატრის მხარეს დაზიანებულია ხიდის გარკვეული მონაკვეთი.
შემთხვევა, სავარაუდოდ წუხელ ღამით მოხდა. ვინ და რა მიზნით დააზიანა ხიდი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.
განმუხურის ამფითეატრში წუხელ კონცერტი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მინები რკინის ან მეტალის ნივთითაა ჩამტვრეული, რადგან მასალა სპეციფიურია და მისი ხელით დაზიანება შეუძლებელი იყო.
ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი 540 მეტრიანია.
ხიდი გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა, შპს “ტრანსპროექტის” თანაავტორობით დააპროექტა. საფეხმავლო ხიდი მთლიანად ხისგან არის დამზადებული.