საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
1770214097
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, პირველ მოადგილე ასლან საგანელიძესთან და მოადგილე თამარ ქევანაშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2026 წელს დაგეგმილია სოფლებში ახალი გზების მოწყობა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენის საკითხს. მერის წარმომადგენლებს დაევალათ აღნიშნული სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამბროლაურის სერვისცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც მერის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია სოფლებში მოსაგვარებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მერის წარმომადგენლებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცეს.