5600 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
1773128241
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში, გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტს დაესწრო.
კონცერტში, რომელიც იმერეთის მასშტაბით დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ჩატარდა, მონაწილეობდნენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლები, ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი და ქართული ხალხური ცეკვის საკონცერტო ჯგუფები.
ა(ა)იპ ქ. ქუთაისის ,,კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების’’ ფილიალის, გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტს ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1773086315