ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ჯო უილსონს არ აქვს რეალური ინტერესი, სიმართლე თქვას, ის არაერთხელ ვამხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონის ინტერესია, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუწიოს ლობირება.
„ჯო უილსონი კონკრეტული ჯგუფის ლობირებას ეწევა. ეს ადამიანი არაერთხელ ვამხილეთ. მას რეალური ინტერესი არ გააჩნია, სიმართლე თქვას. მისი ინტერესია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირება გაუწიოს. ეს ყველაფერი არასერიოზულია. სამწუხაროა, ამხელა პოლიტიკოსი, ამხელა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირისგან არადეკვატურ და გაუაზრებელ განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი მხოლოდ სამწუხაროა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში დაწერა: „ანტიამერიკულ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“.