1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახმეტის მუნიციპალიტეტში სასმელ წყალს მკვდარი თევზები მოჰყვება.
სოფელ ალვანში მცხოვრები, ნანა მარშანია ამბობს, რომ დაბინძურებული შენარევების გამო, სასმელი წყალი შეწყდა.
„წყალი შეგვიწყდა, მივყევით მილს და თევზი გვესტუმრა სახლში. ვხუმრობთ კიდეც, ალვანის წყლის სისტემაში ძმარი და ქინძიც რომ ჩავამატოთ, თევზი კი არის“- ამბობს მარშანია.
სასმელ წყალში სხვადასხვა დაბინძურებული შენარევის არსებობას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ და წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვენ.
„ონკანიდან წყალი დავლიე და მწვანე ნაფლეთებით იყო სავსე, თითქოს ბაყაყი მოუკლავთო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფელში ძალიან მომრავლებული ონკოლოგიური დაავადებების მიზეზიც, შესაძლოა ბინძური წყალი იყოს. ლაბორატორიულად შესამოწმებელია, რას ვსვამთ"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ალვანში წყლის დაბინძურების ფაქტები გამორიცხულია. მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი "პრაიმტაიმთან "განმარტავს, რომ წყლის სათავე ნაგებობები დაცულია.
„სამი სათავე ნაგებობაა,რომლებიც ზემო და ქვემო ალვანში ემსახურება. არის კარგად დახურული და დაცული. მუდმივად იწმინდება, მოწმდება და სასმელად ვარგისია. შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და თავად ნახოთ. გავერკვევით, რაშია საქმე"- აცხადებს ნასყიდაშვილი
სასმელი წყლის ქსელების დაბინძურების შესახებ, რამდენ თვის წინ, სოფელ ომალოს მოსახლეობაც ჩიოდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი