საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი სერვისი „შინმოვლის პროგრამა“ ამოქმედდა, რომელიც საწყის ეტაპზე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ ,,საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და ,,საქართველოს ფონდის საქართველოს კარიტასი’’-ს დირექტორმა ანაჰით მხოიანმა მოაწერეს.
შინმოვლის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისთვის“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სრული დაფინანსება, მედიკამენტებისა და მოვლის საშუალებების შესყიდვის უზრუნველყოფის სახითაა გათვალისიწინებული. პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ქ. ახალციხის ტერიტორიაზე მცხოვრები, ბართელის ინდექსით შეფასებული პირველი კატეგორიის არაუმეტეს 10 ბენეფიციარისათვის იქნება განკუთვნილი.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ კაპანაძე და სამხრეთ საქართველოს კარიტასის პროგრამის მენეჯერი ხათუნა ხითარიშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.