ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 8200 ბენეფიციარმა ისარგებლა

ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვრდან აპრილის ჩათვლით  8200 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 605 801 ლარი შეადგინა.

სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 1201  ბენეფიციარმა,  235 504  ლარის ოდენობით.  მათ შორის:

· ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 121 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 29 350 ლარი;

· ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ,  16 410 ლარის ოდენობით;

· მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარებით ისარგებლა 2 ოჯახმა,  1500  ლარის ოდენობით;

· შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო  11 ბენეფიციარმა,  2255  ლარის ოდენობით;

· მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 2 ვეტერანმა, ჯამში, 1400 ლარის ოდენობით;

· უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 3  მოქალაქემ,  1500  ლარის ოდენობით;

· შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 274 ბენეფიციარმა, 47 355 ლარის ოდენობით;

· მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს, 2860 ლარის ოდენობით;

· შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება მიიღო 66 ბავშვმა, 19800 ლარის ოდენობით;

· უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და  უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 5  ბენეფიციარმა,  1774  ლარის ოდენობით;

· თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება მიიღო 21 პირმა, დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 5250 ლარი;

· ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 186  ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა  69920 ლარი;

· ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა  სოციალური დახმარებით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 5760 ლარი;

· შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 146 ბენეფიციარმა, 17 520 ლარის ღირებულების;

· იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 96 ოჯახმა  11 520 ლარის ღირებულების;

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის  დაფინანსებით ისარგებლა 684

ბენეფიციარმა,  დაფინანსების სახით  გაიცა  360 800 ლარი. მათ შორის:

· სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა  106 მოქალაქემ,  27663 ლარის ოდენობით;

· "გეგმიური და  სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 332  მოქალაქემ,  166 740 ლარის ოდენობით;

· ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 118  ბენეფიციარს,  119 465 ლარის ოდენობით;

· სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა  16 მოქალაქეს,  3643  ლარის ოდენობით;

· ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 14 პირმა,  4281  ლარის ოდენობით;

· ქრონიკული დაავადების მქონეთა  მედიკამენტოზური პაკეტით 39  პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 7859 ლარი;

· სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 59 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 31 149 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა,  მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 6315  პირმა, რისთვისაც  ბიუჯეტიდან  9497 ლარი გაიხარჯა.

2022 წელს,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და  ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის  ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში  1 529 565 ლარია გათვალისწინებული.